შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • საქართველოს საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკური მონაცემები, 2015 წელი...
01-10-2015

საქართველოს საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკური მონაცემები, 2015 წელი, სექტემბერი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი წარმოგიდგენთ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკურ მონაცემებს გასული თვის მდგომარეობით, კერძოდ:

2015 წლის სექტემბრის თვე 568 663 ვიზიტით განისაზღვრა, რაც 2014 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 12,6 %-ით მეტია.

ამასთან, შემოღებული პირობითი დაყოფის მიხედვით, ხვედრითი წილის ურთიერთმიმართება შემდეგია:

ა) ტურისტი - 227 130 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 39,9%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 15,8%);

ბ) ტრანზიტი - 143 258 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 25,2%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 10,4%);

გ) სხვა - 198 275 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 34,9%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 10,8%).

რაც შეეხება იანვარ-სექტემბრის ინტერვალს, ქვეყანაში უკვე 4 491 039 ვიზიტი განხორციელდა, რაც 6,7%-ით მეტია 2014 წლის ანალოგიური საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელზე.

2015 წლის სექტემბერშიც ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ თურქეთიდან (+9%), სომხეთიდან (+6,9%), აზერბაიჯანიდან (+6%), რუსეთიდან (+12,6%) და უკრაინიდან (+11,7%) განხორციელდა. ასევე, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ-სექტემბერშიც გამოირჩნენ ლიტვა, დიდი ბრიტანეთი, იტალია, გერმანია და ლატვია (შესაბამისად 20%, 17%, 12%, 12% და 11%), შუა აზიის ქვეყნებიდან - ყაზახეთი (34%), აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან - ბელორუსია (54%), ახლო აღმოსავლეთიდან - ისრაელი (38%), ხოლო აზიის ქვეყნებიდან - არაბათა გაერთიანებული საემიროები 814% და საუდის არაბეთი - 84%-იანი მატებით. აქვე აღსანიშნავია ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეების 9%-იანი ზრდა.

საქართველოს საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკური მონაცემები, 2015 წელი, სექტემბერი