შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • საქართველოს საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკური მონაცემები 2015 წელი,...
01-05-2015

საქართველოს საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკური მონაცემები 2015 წელი, აპრილი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი წარმოგიდგენთ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკურ მონაცემებს გასული თვის მდგომარეობით, კერძოდ:

2015 წლის აპრილის თვე 394 634 ვიზიტით განისაზღვრა, რაც 2014 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 0,4 %-ით მეტია.

რაც შეეხება იანვარ-აპრილის ინტერვალს, ქვეყანაში უკვე 1 381 000 ვიზიტი განხორციელდა, რაც -1,6%-ით ნაკლებია 2014 წლის ანალოგიური საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელზე.

ამასთან, შემოღებული პირობითი დაყოფის მიხედვით, ხვედრითი წილის ურთიერთმიმართება შემდეგია:

ა) ტურისტი - 491 378 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 35,6%, კლება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 6%);

ბ) ტრანზიტი - 298 539 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 21,6%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 11%);

გ) სხვა - 591 083 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 42,8%, კლება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 3%).

2015 წლის აპრილშიც ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ თურქეთიდან (-1,7%), აზერბაიჯანიდან (+8%), სომხეთიდან (-1,3%), რუსეთიდან (-0,7%) და უკრაინიდან (-17%) განხორციელდა. ასევე, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ-აპრილშიც გამოირჩნენ ლიტვა, გერმანია და დიდი ბრიტანეთი (შესაბამისად 67%, 42% და 14%), შუა აზიის ქვეყნებიდან უზბეკეთი (101%) და ყაზახეთი (29%), ხოლო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან კი - ბელორუსიის და მოლდოვას მოქალაქეები 37% და 28%–იანი მატებით. აქვე აღსანიშნავია, რომ ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან გამოირჩა არაბთა გაერთიანებული საემიროები - 540%-იანი მატებით.

საქართველოს საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკური მონაცემები 2015 წელი, აპრილი