შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი წარმოგიდგენთ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკურ მონაცემებს გასული თვის მდგომარეობით, კერძოდ:
2014 წლის ივნისი 452 588 ვიზიტით განისაზღვრა, რაც 2013 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 7 %-ით ნაკლებია.
რაც შეეხება იანვარ-ივნისის ინტერვალს, ქვეყანაში უკვე 2 243 362 ვიზიტი განხორციელდა, რაც 2%-ით აღემატება 2013 წლის ანალოგიური საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელს.
ამასთან, შემოღებული პირობითი დაყოფის მიხედვით, ხვედრითი წილის ურთიერთმიმართება შემდეგია:
ა) ტურისტი - 864 193 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 38,5%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 7,7%);
ბ) ტრანზიტი - 406 915 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 18,1%, კლება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან -3%);
გ) სხვა - 972 254 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 43,4%, კლება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან -0,2%).
2014 წლის ივნისში ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ თურქეთიდან (-9%), აზერბაიჯანიდან (+15,3%), სომხეთიდან (-19,3%), რუსეთიდან (-20%) და უკრაინიდან (+10%) განხორციელდა. ასევე, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ–ივნისშიც კვლავ ტრადიციულად გამოირჩნენ: ლიტვა, პოლონეთი, ავსტრია, იტალია და ლატვია (შესაბამისად 89%, 54%, 20%, 16%, და 14%), შუა აზიის ქვეყნებიდან კი ყაზახეთი (29%), ხოლო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან კი - ბელორუსიის მოქალაქეები 45% მატებით.
საქართველოს საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკური მონაცემები (2014 წელი, ივნისი)