შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი წარმოგიდგენთ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკურ მონაცემებს გასული თვის მდგომარეობით, კერძოდ:
2014 წლის აგვისტო 772 216 ვიზიტით განისაზღვრა, რაც 2013 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე -0,5 %–ით ნაკლებია.
რაც შეეხება იანვარ-აგვისტოს ინტერვალს, ქვეყანაში უკვე 3 685 834 ვიზიტი განხორციელდა, რაც 3%-ით აღემატება 2013 წლის ანალოგიური საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელს.
ამასთან, შემოღებული პირობითი დაყოფის მიხედვით, ხვედრითი წილის ურთიერთმიმართება შემდეგია:
ა) ტურისტი - 1 566 646 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 42,5%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 12%);
ბ) ტრანზიტი - 698 284 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 19%, კლება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან -10%);
გ) სხვა - 1 420 904 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 38,5%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 0,7%).
2014 წლის აგვისტოში ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ თურქეთიდან (-5,5%), აზერბაიჯანიდან (+29%), სომხეთიდან (-12,2%), რუსეთიდან (-7%) და უკრაინიდან (+22,9%) განხორციელდა. ასევე, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ–აგვისტოშიც კვლავ ტრადიციულად გამოირჩნენ: ლიტვა, პოლონეთი, ესპანეთი, ლატვია და ნიდერლანდები (შესაბამისად 91%, 40%, 17%, 17%, და 14%), შუა აზიის ქვეყნებიდან - ყაზახეთი (40%), ხოლო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან კი - ბელორუსიის მოქალაქეები 50% მატებით.
საქართველოს საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკური მონაცემები. 2014 წელი, აგვისტო