შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • საქართველოს პრეზიდენტმა შსს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკ...
18-07-2015

საქართველოს პრეზიდენტმა შსს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები დააჯილდოვა

შსს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლები, ოპერატიული დაგეგმარებისა და მართვის სამმართველოს ოპერატიული განყოფილების უფროსი პაატა ჩოფიკაშვილი და სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს თანამშრომელი მანუჩარ ინჯგია საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 2015 წლის 13 ივნისს ქალაქ თბილისში, მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარი წყალდიდობის დროს გამოჩენილი განსაკუთრებული პროფესიული პასუხისმგებლობის, გაბედული მოქმედებისა და სამაგალითო თავდადებისათვის სახელმწიფო ჯილდოთი ,,მხედრული მამაცობისათვის“ დააჯილდოვა.

სტიქიის დღეებში საზოგადოება მომსწრე გახდა ასეულობით ადამიანური, მოქალაქეობრივი და პროფესიული გმირობის ისტორიისა. მათ შორის აღსანიშნავია მანუჩარ ინჯგიასა და პაატა ჩოფიკაშვილის თავგანწირვა, რომელთაც წარმოუდგენელი რისკის ფასად ადამიანთა სიცოცხლე იხსნეს. რომ არა მათი მაღალი პროფესიონალიზმი და მოქალაქეობრივი შეგნება მსხვერპლი და სტიქიისაგან მიყენებული ზარალი გაცილებით დიდი იქნებოდა.