შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • საქართველოს ლატვიის პრეზიდენტი და შინაგან საქმეთა მინისტრი ეწვივნენ
27-03-2017

საქართველოს ლატვიის პრეზიდენტი და შინაგან საქმეთა მინისტრი ეწვივნენ

საქართველოს, ოფიციალური ვიზიტით, ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტი რაიმონდს ვეინოსი, შინაგან საქმეთა მინისტრი რიჰარდს კოზლოვსკისი და სხვა ოფიცილური პირები ეწვივნენ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სტუმრებს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, მთავრობის წევრები და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები დახვდნენ.

ვიზიტის ფარგლებში, გიორგი მღებრიშვილი და რიჰარდს კოზლოვსკისი ხელს მოაწერენ ოქმს „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ლატვიის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის სასაზღვრო სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ 2009 წლის 8 დეკემბრის შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე.