შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • საქართველოს და ბელარუსის შსს-ს აკადემიებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმ...
28-10-2015

საქართველოს და ბელარუსის შსს-ს აკადემიებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს შსს-ს აკადემიის რექტორმა ნუკრი გელაშვილმა და ბელარუსის შსს-ს აკადემიის რექტორმა ვლადიმერ ბაჩილამ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიას საქართველოს შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი და ბელარუსის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე კობრუსევი დაესწრნენ.

მემორანდუმის მიზანია კადრების მომზადებისა და კვალიფიციის ამაღლების სფეროში ორი ქვეყნის აკადემიებს შორის პარტნიორული ურთიერთობების გამყარება. მემორანდუმი აგრეთვე ითვალისწინებს შინაგან საქმეთა ორგანოებისთვის კვალიფიციური კადრების სრულყოფილ მომზადებასა და სასწავლო სემინარებში მონაწილეობას. მემორანდუმის ფარგლებში, მხარეები საერთო ინტერესის სფეროში არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით ერთობლივ სამეცნიერო კვლევებს განახორციელებენ. ასევე მოხდება საგანმანათლებლო და მეთოდური მასალების, პუბლიკაციების გაცვლა.

ბელარუსის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ აკადემიის რექტორ ნუკრი გელაშვილს, ბელარუსის შს მინისტრის სახელით, სამკერდე მედალი გადასცა.