შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მოულოდნელი საჩუქარი მოქალაქეებს
02-01-2017

საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მოულოდნელი საჩუქარი მოქალაქეებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ახალი წლის ღამეს თბილისსა და საქართველოს ყველა რეგიონში მოქალაქეებს სიურპრიზი მოუმზადეს.

პატრულ-ინსპექტორებმა, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 500-ზე მეტ მძღოლს, შს სამინისტროს სახელით, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის ლოგოთი გაფორმებული საახალწლო ნობათი, მისალოცი ბარათი, ტკბილეული და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.

საპატრულო პოლიციის საახალწლო საჩუქრების აქცია დღესასწაულის დღეებში გაგრძელდება.