შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები შობა-ახალი წლის სადღესასწაულო დღეებში, მთელი საქართველოს მასშტაბით, საჩუქრების აქციას აგრძელებენ. აქცია 31 დეკემბერს დედაქალაქიდან დაიწყო და ქვეყნის ყველა რეგიონი მოიცვა. საპატრულო ეკიპაჟებმა, შს სამინისტროს სახელით, მძღოლებს სიურპრიზი მოუმზადეს, ტკბილეულით დაასაჩუქრეს და შობა-ახალი წელი მიულოცეს.