შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და ს...
12-09-2014

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ქუთაისში, ყაუხჩიშვილის ქუჩაზე, 1956 წელს დაბადებული ლევან კ-ს საცხოვრებელი სახლის ეზოში დამხმარე სათავსოდან უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა: „ტე-ტე“-ს სისტემის პისტოლეტი, 1 მჭიდი და 74 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს. ლევან კ. აღიარებს დანაშაულს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).