შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მრბოლელმა დავით აფციაურმა გასვლით ტურში, საქართველოს ჩემპიონატის წრიული რბოლის მე-6 ეტაპში იასპარეზა. მან წარმატებას მიაღწია და მესამე ადგილი დაიკავა. გამარჯვებულს ჯილდოდ ჩემპიონატის თასი გადაეცა. რბოლა „ლეგენდის“ კლასის ავტომობილებით „ფორმულა“-ს ტრასაზე თურქეთში, ქალაქ სტამბულში, „ისტანბულ პარკში“ ჩატარდა.
საპატრულო პოლიციის სახელით დავით აფციაურმა წელს პირველად მიიღო მონაწილეობა საქართველოს ჩემპიონატში და მომავალშიც გააგრძელებს სხვადასხვა კლასის რბოლებში მონაწილეობას.
დავით აფციაური პროფესიონალი მრბოლელია. იგი როგორც „ლეგენდის“, ასევე „ფორმულა ალფას“ კლასის ავტომობილებით ასპარეზობს.