შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს და კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლება თანამშრომლებმა, ოპერატიულ სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დანაშაულებრივი ჯგუფის 11 წევრი - 1958 წელს დაბადებული ზურაბ გ, 1975 წელს დაბადებული ირაკლი ც, 1979 წელს დაბადებული გიორგი თ, 1975 წელს დაბადებული ლაშა დ, 1987 წელს დაბადებული ვასილ ლ, 1959 წელს დაბადებული სოლომონ ლ, 1991 წელს დაბადებული ზაზა პ, 1988 წელს დაბადებული გიორგი თ, 1967 წელს დაბადებული ხვიჩა ს, 1976 წელს დაბადებული მამუკა მ. და 1958 წელს დაბადებული გელა გ. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენის, გადაზიდვის და გასაღების ბრალდებით დააკავეს.
საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო გასაღების ფაქტზე ასევე ამხილეს 9 წევრი: 1985 წელს დაბადებული ნანა ს., 1989წელს დაბადებული ლიკა რ., 1989 წელს დაბადებული თამთა კ., 1978 წელს დაბადებული მზია მ., 1948 წელს დაბადებული რამიკო მ., 1969 წელს დაბადებული ელისო ჯ., 1962 წელს დაბადებული ზურაბ ხ., 1976 წელს დაბადებული ვლადიმერ ნ. და 1966 დაბადებული თამაზ ჩ.
საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა თბილისი-სენაკი-ლესელიძის 22-ე კილომეტრზე, მცხეთის ტერიტორიაზე, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის შეაჩერეს ავტომანქანა, რომლის დათვალიერებისას, მგზავრის სავარძლის ქვეშ „გლოკ 17“-ის მოდელის ცეცხლსასროლი იარაღი და 20 ვაზნა ამოიღეს. ავტომანქანის მძღოლი, 1958 წელს დაბადებული ზურაბ გ, და მგზავრი - 1975 წელს დაბადებული ირაკლი ც. შემთხვევის ადგილზე დააკავეს.
აღნიშნული პირების დაკავების შემდეგ გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები - ხვიჩა ს, გიორგი თ. და მამუკა მ. წინასწარ შეთანხმდნენ, რომ ქალაქ თბილისში შეეძინათ, შემდეგ კი მართლსაწინააღმდეგოდ გადაეზიდათ და გაესაღებინათ ქალაქ გორსა და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში „გლოკ 19“-ის და „გლოკ 17“-ის მოდელის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა. მათ ამ წინასწარ შემუშავებული გეგმის განხორციელებაში სხვა დაკავებული და მხილებული პირები ეხმარებოდნენ. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, გარკვეული თანხის სანაცვლოდ, მხილებული პირების სახელზე აფორმებდნენ შეძენილ იარაღს, რის შემდეგაც აღნიშნული იარაღის რეალიზაციას ქალაქ გორსა და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ახდენდნენ.
გამოძიების მიმდინარეობისას სამართალდამცველებმა ქალაქ საგარეჯოში, გელა გ-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, „ა-კა-ეს“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და 82 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.
გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა 2014 წლის ივნისიდან დღემდე ქალაქ გორსა და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში „გლოკ 19“-ის და „გლოკ 17“-ის მოდელის 20-მდე ცეცხლსასროლი იარაღი ჩაიტანეს და რეალიზაცია მოახდინეს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის, გადაზიდვის და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილის, მე-3 ნაწილის და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).