შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • საპატრულო პოლიციამ სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო - და...
02-03-2021

საპატრულო პოლიციამ სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპატრამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, ერთი პირი - 1971 წელს დაბადებული ი.ნ. თბილისში დააკავეს.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე, ბრალდებულის კუთვნილი, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცების ამოიღეს, რომელზედაც შესაბამისი ექსპერტიზა დაინიშნება.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.