შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • საპატრულო პოლიციამ კალაშნიკოვის სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო
05-03-2019

საპატრულო პოლიციამ კალაშნიკოვის სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,1984 წელს დაბადებული, წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევი ზ. კ. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანში, გადამოწმების მიზნით შეაჩერა "ინფინიტის" მარკის ავტომანქანა. პატრულ-ინსპექტორებმა, ავტომანქანის დათვალიერებისას, უკანა სალონში კალაშნიკოვის სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და მჭიდი აღმოაჩინეს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.