შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • საპატრულო პოლიციამ გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ ძა...
09-08-2021

საპატრულო პოლიციამ გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ ძალადობის ფაქტზე ორი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1991 წელს დაბადებული ა.კ. და 1988 წელს დაბადებული ა.მ. ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.
დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 9 აგვისტოს, თბილისში, ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე, გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, 1993 წელს დაბადებულ ჯ.ც.-ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
სამართალდამცველებმა ა.კ. და ა.მ. ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.