შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მარტვილის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1958 წელს დაბადებული მ.ჯ. დააკავეს.
დანაშაული 16-დან 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ მარტვილის მუნიციპალიტეტში, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე შვილს - 1994 წელს დაბადებულ ლ.ჯ.-ს სანადირო თოფიდან გასროლით სახისა და ზურგის არეში დაზიანებები მიაყენა.
დაჭრილი ლ.ჯ. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.
ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებული პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა.
სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის “კ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.