შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძის ინიციატივით დაწყებულ საქველმოქმედო აქციას საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები, სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახების დასახმარებლად.
შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლები, საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, მესტიის სოფელ მულახში მცხოვრები ოჯახი საკვები პროდუქტებით მოამარაგეს. რეგიონის პოლიციის თანამშრომლებმა, საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, საკვები პროდუქტები ასევე გადასცეს ზუგდიდის, ხობის, ფოთის, სენაკის, აბაშის, მარტვილის, ჩხოროწყუს და წალენჯიხის მუნიციპალიტეტების სოფლების შეჭირვებულ ოჯახებს.
შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობას მომავალშიც აპირებს. აქციის მიზანია ზამთრის პერიოდში, გაჭირვებული ოჯახების მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესება.