შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენლები ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან გამართულ შეხვედრას საგარეო საქმეთა სამინისტროში დაესწრნენ.
შეხვედრაზე მხარეებმა დეკემბერში დაგეგმილი რაუნდის წინა მოსამზადებელი, დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში – უსაფრთხოებასა და სტაბილურობასთან დაკავშირებული გამოწვევები, დევნილებისა და იძულებით გადაადგილებული პირების უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების საკითხები განიხილეს.
შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს ბოლო თვეების განმავლობაში ოკუპირებულ რეგიონებში და მიმდებარე ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასა და იმ გამოწვევებზე, რომლებიც უსაფრთხოების კუთხით არსებობს ადგილზე.