შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • საერთაშორისო კონფერენცია PPRD East-ის პროგრამის ფარგლებში
25-02-2014

საერთაშორისო კონფერენცია PPRD East-ის პროგრამის ფარგლებში

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთერთობის დეპარტამენტის და საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის წარმომადგენლები ევროკავშირის მხარდაჭერით აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატში ორგანიზებული პროგრამის (PPRD East) ეგიდით გამართულ მთავარ დამაგეგმარებელ კონფერენციასა და სამეთაურო-სამაგიდო ვარჯიშში მონაწილეობენ.

ღონისძიებაში საქართველოს შს სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად აზერბაიჯანის, სომხეთის, უკრაინის, ბელარუსის და მოლდოვის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურების წარმომადგენლები იღებენ მონაწილებას. კონფერენცია და სამეთაურო-სამაგიდო ვარჯიში სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ ტარდება და 27 თებერვლამდე გაგრძელდება.