შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • ”რუსთავი 2”-ის შენობის საწყობში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია
27-07-2017

”რუსთავი 2”-ის შენობის საწყობში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-დან შევიდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის შენობაში ხანძარი გაჩნდა.
შეტყობინების მიღებიდან 7 წუთში, რუსთავი 2-ის შენობასთან მოხდა 6 სახანძრო-სამაშველო ჯგუფის მობილიზება, მათ შორის - 5 ცისტერნის. ტელევიზიის საწყობში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზება მეხანძრე-მაშველებმა ოპერატიულად შეძლეს.
მათი დაუყოვნებლივი და ადეკვატური რეაგირების შედეგად, 300-400 კვ/მ ფართობის მქონე საწყობში ცეცხლი მხოლოდ 40 კვ/მ-დე გავრცელდა.
ამ დროისათვის, ხანძარი ლიკვიდირებულია. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს.