შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • ქვემო ქართლის პოლიციამ არასრულწლოვან შვილზე ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკა...
14-04-2020

ქვემო ქართლის პოლიციამ არასრულწლოვან შვილზე ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ირანის რესპუბლიკის მოქალაქე, 1971 წელს დაბადებული შ.ვ. ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა არასრულწლოვან შვილს, 2008 წელს დაბადებულ შ.ვ.-ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ ოჯახში ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.