შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • ქობულეთის გიორგი მაზნიაშვილის სახელობის სკოლა-პანსიონის მოსწავლეები მაშველებს ეს...
28-11-2015

ქობულეთის გიორგი მაზნიაშვილის სახელობის სკოლა-პანსიონის მოსწავლეები მაშველებს ესტუმრნენ

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს აჭარის ა.რ. საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარ სამმართველოს საინფორმაციო-საგანმანათლებლო პროექტის „მართლწესრიგის უზრუნველყოფისა და დანაშაულის პრევენციის პროგრამა საჯარო სკოლებისთვის“ ფარგლებში, ქობულეთის გიორგი მაზნიაშვილის სახელობის სკოლა-პანსიონის მოსწავლეები ესტუმრნენ.
მეხანძრე-მაშველებმა ბავშვებს სახანძრო მანქანები და აღჭურვილობა დაათვალიერებინეს და უსაფრთხოების შესახებ საჭირო რჩევები მისცეს. სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებმა მოსწავლეებს სააგენტოს მუშაობის სპეციფიკა და ისტორია დეტალურად გააცნეს. პროექტის მიზანი სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში მოსწავლეების ცნობიერების ამაღლებაა.