საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები თურქეთის რესპუბლიკაში მომხდარი მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებებს გაძლიერებული ძალებით ორ ლოკაციაზე განაგრძობენ.
სამაშველო ღონისძიებაში 100 მეხანძრე-მაშველი შესაბამისი აღჭურვილობითაა ჩართული. ძებნა-შველის ღონისძიებაში აქტიურად მონაწილეობენ ქართველი კინოლოგები და მაშველი ძაღლები.
ადგილზე მოქმედებს საველე შტაბი, რომელიც ქალაქ ადიამანის ოპერატიული მართვის ცენტრთანაა კოორდინაციაში.