2014 წლის 13 ივნისს ქ. ბრიუსელში გაიმართა გაიმართა ევროპის აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატში დაფინანსებული PPRD East - ის პროგრამის დასკვნითი შემაჯამებელ კონფერენცია. საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის დირექტორი ზვიად ქაწაშვილი.
ევროკომისიის ხელმძღვანელმა პირებმა ქვეყნების დელეგაციებთან ერთად შეაჯამეს განვლილი 4 წლიანი პერიოდი. პროგრამის ექსპერტებმა და მათმა ლიდერმა სერგეი ანაგნოსტიმ დეტალურად ისაუბრეს ოთხწლიანი ეტაპის მიღწევებსა და შედეგებზე. მათ შეკრებილ სტუმრებს პროგრამის ფარგლებში აღმოსავლეთ ევროპის სხვადასხვა ქვეყნისთვის განხორციელებული ღონისძიებების შემაჯამებელი ანგარიში წარუდგინეს. დიდი ყურადღება დაეთმო იმ საკითხის განხილვას, თუ რა მოლოდინები გააჩნიათ აღმოსავლეთ ევროპის სხვადასხვა ქვეყნებს პროგრამის მეორე 4 წლიან ფაზასთან დაკავშირებით, საგანგებო სიტუაციების მართვის სფეროს რომელ კომპონენტებზე ისურვებდნენ ქვეყნები, რომ პროგრამა უფრო მეტად ყოფილიყო მომავალში ფოკუსირებული.
აღნიშნულ შეხვედაში მონაწილეობა მიიღეს პროგრამაში ჩართული ექვსივე ქვეყნის (საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი, ბელარუსია, უკრაინა, მოლდოვა) დელეგაციებმა.