2015 წლის 18–22 მაისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, პოლონეთის რესპუბლიკის სასაზღვრო პოლიციის საზღვაო დანაყოფის ანალიზის, ინფორმაციისა და საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე კაროლ ტურზინსკი ეწვია. ვიზიტი განხორციელდა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) პროექტის „საქართველოს მთავრობის შესაძლებლობების განვითარება მიგრაციისა და საზღვრის მართვის სფეროში“, რომელიც ევროკავშირის დაფინანსებით ხორციელდება.
ვიზიტის მიზანია შსს სტრუქტურული ერთეულების მიერ შემუშავებული „საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე რისკებისა და საფრთხეების ანალიზის ერთიანი სისტემის კონცეფციის“ განხორციელების სამოქმედო გეგმისა და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება.
ვიზიტის ფარგლებში ექსპერტი შეხვდა შსს შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლებს გაეცნო მათი კომპეტენციებსა და ფუნქცია–მოვალეობებს, საქართველო–აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარზე მოინახულა მწვანე საზღვარი და სასაზღვრო გამტარი პუნქტი; ექსპერტი აგრეთვე შეხვდა საქართველოს ფინანასთა სამინისტროს საბაჟო სამსახურის წარმომადგენლებს და გაეცნო საზღვრის ინტეგრირებული მართვის პროცესში ჩართულ უწყებებს შორის ინფორმაციის გაცვლის მეთოდებს.