შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • პოლიციამ თბილისში მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 1 პ...
16-08-2020

პოლიციამ თბილისში მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1973 წელს დაბადებული თ.ჩ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით თბილისში დააკავეს.
დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ცენტრალური რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, 1967 წელს დაბადებულ თ.ა.-ს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით, სხეულზე მრავლობითი დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
მიყენებული ჭრილობების შედეგად, თ.ა. ადგილზე გარდაიცვალა.
პოლიციამ, დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.