შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • პოლიციამ სხვისი ნივთის დაზიანების ფაქტზე ერთი პირი დააკავა
26-06-2020

პოლიციამ სხვისი ნივთის დაზიანების ფაქტზე ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სხვისი ნივთის დაზიანების ბრალდებით, 1969 წელს დაბადებული დ.შ. გორში, ცხელ კვალზე დააკავეს.

დანაშაული 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქვები ესროლა ქალაქ გორში, დ. გარსევანიშვილის ქუჩა N1-ში მდებარე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის შენობის შუშებს და დააზიანა, ასევე, ოფისიდან გამოიტანა ტელევიზორი, კომპიუტერის მონიტორი და ისინიც დააზიანა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.