შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • პოლიციამ სახალხო დამცველის სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტზე 2 პირი დააკავა
04-06-2018

პოლიციამ სახალხო დამცველის სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტზე 2 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1984 წელს დაბადებული ვ.მ. და 1964 წელს დაბადებული ლ.ა. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

დაკავებულებმა მიმდინარე წლის 3 ივნისს თბილისში, ი.ჭავჭავაძის გამზირზე, გამარჯვების პარკში მიმდინარე აქციის დროს საქართველოს სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.