შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქურდობის ბრალდებით, 1975 წელს დაბადებული ე.კ. დააკავეს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა რუსთავში, სატვირთო ავტომობილიდან აკუმულატორი მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ ჩადენილ ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.