შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2000 წელს დაბადებული დ.გ. მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით მეუღლეზე ძალადობის, მისი ნივთის დაზიანების და მისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის, მცირეწლოვანი შვილის მიმართ ძალადობის, ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული ძალადობის და მუქარის ბრალდებით დააკავეს.
დანაშაულები 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ დ.გ. მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით, გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მეუღლეს - 1996 წელს დაბადებულ ე.ღ.-ს სისტემატურად აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა.
ბრალდებულმა მამაკაცმა მიმდინარე წლის 5 აპრილს ფიზიკურად იძალადა მეუღლეზე, წაართვა მას ტელეფონი და დაუმტვრია, რათა პოლიციაში არ დაერეკა, რის შემდეგაც ჩაკეტა სახლში და მეორე დილამდე არ აძლევდა სახლიდან გასვლის შესაძლებლობას.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ დ.გ.-მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თავის მცირეწლოვან შვილს და მეუღლის დედას, რომელსაც სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.
გამოძიება მიმდინარეობს 11 პრიმა-151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 126 პრიმა მუხლის 1-ელი ნაწილით, 11 პრიმა -126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტით, 11 პრიმა-187-ე მუხლის 1-ელი ნაწილით, 11 პრიმა-143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, 126 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით.