შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • პატრიარქმა საქართველოს შსს-ს მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები დალოცა
26-10-2014

პატრიარქმა საქართველოს შსს-ს მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები დალოცა

სამების საკათედრო ტაძარში გამართულ საკვირაო წირვაზე, ლოცვისა და ქადაგების შემდეგ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები დალოცა.

საკათედრო ტაძარში გამართულ საკვირაო წირვა-ლოცვას სააგენტოს დირექტორი ზურაბ ზუბადალაშვილი და დეპარტამენტის თანამშრომლები ოჯახის წევრებთან ერთად დაესწრნენ.