შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • პატრიარქმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები დალოცა
26-04-2015

პატრიარქმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები დალოცა

შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები სამების საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ დალოცა.

საკათედრო ტაძარში გამართულ საკვირაო წირვა-ლოცვას საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი დავით ცინარიძე მოადგილეებთან და დეპარტამენტის სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ საპატრულო პოლიციას სამახსოვრო საჩუქარი - წმინდა გიორგის ხატი გადასცა.