შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • ოკუპაციის ხაზის მიმდებარე სოფლების მოსახლეობას უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუ...
02-08-2015

ოკუპაციის ხაზის მიმდებარე სოფლების მოსახლეობას უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ხელშეწყობით, აკადემიკოს ვაჟა ივერიელის სახელობის კლინიკა „ენმედიცმა“ და ფრანგულმა კომპანია „სანოფი ავენტისმა“ ოკუპაციის ხაზის მიმდებარე სოფლების მაცხოვრებლებისთვის საქველმოქმედო აქცია ჩაატარეს. აქციაში სხვადასხვა პროფილის 20-მდე ექიმმა მიიღო მონაწილეობა. მათ სამედიცინო გამოკვლევები ქარელის რაიონის ხუთი სოფლის: ავლევის, ცერონისის, კნოვლევის, ბერძენაულისა და აბისის მოსახლეებს ჩაუტარეს. საქველმოქმედო აქციის მიზანია საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მაცხოვრებლებმა უფასოდ მიიღონ პირველადი სამედიცინო მომსახურება.