შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • ოჯახში ძალადობის საკითხებზე შსს-ს თანამშრომელთა სწავლება გაიმართა
09-06-2014

ოჯახში ძალადობის საკითხებზე შსს-ს თანამშრომელთა სწავლება გაიმართა

პროექტ "ოჯახში ძალადობის სამართლებრივი მექანიზმები"-ს ფარგლებში, ოჯახში ძალადობის საკითხებზე შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომელთა კვალიფიკაციის ასამაღლებელი სწავლება ქალაქ საგარეჯოში ჩატარდა. ამავე პროექტის ფარგლებში, ქალაქ თელავში გაიმართა "ღია დისკუსია ოჯახში ძალადობის თემაზე", რომელსაც ესწრებოდნენ შს სამინისტროს, პროკურატურის, სოციალური სამსახურების და სასამართლოს წარმომადგენლები.

პროგრამა შინაგან საქმეთა სამინისტროს და არასამთავრობო ორგანიზაცია "ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი"-ს თანამშრომლობით ხორციელდება და დაფინანსებულია გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ.

პროექტის ფარგლებში, სამართალდამცველთა ტრენინგები საქართველოს ყველა რეგიონში ჩატარდება. ასევე გაიმართება შესაბამისი სტრუქტურების წარმომადგენელთა მონაწილეობით დისკუსიები უწყებების კოორდინაციის დახვეწის მიზნით.