შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველებმა მუხაწყაროში გაჩენილი ხანძრის ლიკვიდირება მოახდინეს.
შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112"-ში შევიდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ მუხაწყაროში დაახლოებით 10-12 ჰექტარი ბალახი, ბუჩქნარი და წიწვოვანი ხეები იწვოდა.
ადგილზე დროულად მოხდა შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველების მობილიზება. ხანძრის სალიკვიდაციო ოპერაციაში ჩართული იყო 8 სახანძრო და სამაშველო ერთეული. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.