შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • მცხეთა-მთიანეთის სამხარეო და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ლ...
23-11-2014

მცხეთა-მთიანეთის სამხარეო და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლი გაიღეს

შსს-ს მცხეთა-მთიანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა აქციის – „გაიღე სისხლი გადაარჩინე სიცოცხლე“ – ფარგლებში ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლი გაიღეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აღნიშნულ აქციაში თითქმის ორი წელია მონაწილეობს და სამინისტროს თანამშრომლები იაშვილის სახელობის კლინიკის „სისხლის ბანკის“ დახმარებით ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლს რეგულარულად აბარებენ.

სისხლის ჩაბარების აქცია როგორც თბილისში, ისე საქართველოს ყველა რეგიონში პერმანენტულად იმართება და მასში სამინისტროს ყველა დანაყოფის თანამშრომელი მონაწილეობს. სამინისტროს აღნიშნულ აქციაში მონაწილეობის მიზანი ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის საჭირო სისხლისა და სისხლის კომპონენტების დეფიციტის შემცირებაა.