შსს-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ახალქალაქის რაიონულ სამმართველოში სოფელ დილისკაში მცხოვრებმა, 1968 წელს დაბადებულმა სურიკ მ-მ, სოფელ ოკამში მცხოვრებმა, 1975 წელს დაბადებულმა მერაბ ნ-მ და სოფელ ორჯაში მცხოვრებმა, 1985 წელს დაბადებულმა გაგიკ ბ-მ წარმოადგინეს და ნებაყოფლობით ჩააბარეს: გადაჭრილი სანადირო თოფი, „ეფ-1“-ის ტიპის 2 ხელყუმბარა, „ერ-გე-42“-ის ტიპის 1 ხელყუმბარა, ხელყუმბარის 3 დეტონატორი, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის სხვადასხვა კალიბრის 18 საბრძოლო ვაზნა, „ტე-ტე“-ს სისტემის 1 ცეცხლსასროლი იარაღი 2 მჭიდით და 5 საბრძოლო ვაზნით, 400 გრ ფეთქებადი ნივთიერება ტროტილი, „ა-კა-ეს“-ის სისტემის 1 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი 1 მჭიდითა და 60 საბრძოლო ვაზნით.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).