შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • მოლდოვის დელეგაციის ვიზიტი შინაგან საქმეთა სამინისტროში
11-02-2014

მოლდოვის დელეგაციის ვიზიტი შინაგან საქმეთა სამინისტროში

შინაგან საქმეთა სამინისტროს მოლდოვის რესპუბლიკის დელეგაციის წარმომადგენლები ეწვივნენ და საპატრულო პოლიციის და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტების ხელმძღვანელებს შეხვდნენ. შეხვედრა გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ბიუროს (UNODC) მიერ, მიმდინარე გლობალური კონტეინერების კონტროლის პროგრამის (CCP) ფარგლებში იყო ორგანიზებული. ამ პროგრამის ფარგლებში ფოთში შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში შსს-ს საპატრულო პოლიციის, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტების და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლები არიან. აღნიშნული სამუშაო ჯგუფი ფოთის პორტში კონტეინტერების ნარკოტიკულ ნივთიერებებზე შემოწმებას ახორციელებს.
დელეგაციის ვიზიტის მიზანია საქართველოში კონტეინერების კონტროლის პროგრამაში (CCP) ჩართული ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებთან კონსულტაციების გამართვა რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით. კონტეინერების კონტროლის პროგრამაში მონაწილეობის ფარგლებში, საქართველოს გამოცდილების გაზიარებით, გიურგიულესტის საზღვაო პორტში მოლდოვის რესპუბლიკის სამუშაო ჯგუფი ჩამოყალიბდება.