112გადაუდებელი დახმარების ერთიანი ნომერი

126გენერალური ინსპექცია

2 41 42 42ერთიანი მომსახურების ცენტრი

ვლადიმერ ბორცვაძე

←მინისტრის მოადგილეები
მოადგილე

დაბადების თარიღი: 1982 წელი

 

პროფესიული გამოცდილება:

2018 წლის აპრილიდან 2019 წლის თებერვლამდე - შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი;

2016-2018 წლები -  საქართველოს მთავარი პროკურატურა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში, დაზვერვის სამსახურში და შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციაში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის დირექტორი;

2013 წლიდან 2016 წლამდე - საქართველოს მთავარი პროკურატურა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში, დაზვერვის სამსახურში და შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციაში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე;

2012-2013 წლებში -  ხაშურის რაიონული პროკურორი;

2010-2012 წლებში - საქართველოს მთავარი პროკურატურის ანტიკორუფციული დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელი;

2009-2010 წლები - საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელი;

2007-2009 წლები -  შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი გამომძიებელი;

2006 წლიდან 2007 წლამდე - მცხეთის რაიონული პროკურატურა, პროკურორი;

2006 წელი - საქართველოს გენერალური პროკურატურის სტაჟიორი.

განათლება და კვალიფიკაცია:

2005 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, სამართალმცოდნეობის სპეციალობით.

 

ენები:

რუსული და ინგლისური

 

ოჯახური მდგომარეობა:

მეუღლე და ორი შვილი