დაბადების თარიღი: 07.06.1983
პროფესიული გამოცდილება:
2021 წლის მაისიდან - საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე;
2020-2021 წლის მაისამდე - ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი;
2020 წელი - ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე /დეტექტივების ხაზით;
2018–2019 წლებში - საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალური ინსპექციის უფროსის პირველი მოადგილე;
2017–2018 წლებში - შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი;
2017 წელი - საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსი;
2016–2017 წლებში საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალური ინსპექციის უფროსის პირველი მოადგილე;
2015–2016 წლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი;
2013-2015 წლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე /დეტექტივების ხაზით/; მთავარი სამმართველოს უფროსი;
2013 წელი - შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს უფროსი;
2012–2013 წლებში - შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ახმეტის რაიონული სამმართველოს უფროსი;
2012 წელი - შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი;
2011 წელი - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს უფროსი გამომძიებელი;
2010–2011 წლებში - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და გურიის სამმართველოს უფროსის მოადგილე;
2009–2010 წლებში - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსი გამომძიებელი;
2008–2009 წლებში - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს გამომძიებელი, შემდეგ - უფროსი გამომძიებელი;
2006–2008 წლებში - შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის შს მთავარი სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს გამომძიებელი, შემდეგ - უფროსი გამომძიებელი, დეტექტივ-გამომძიებელი;
განათლება და კვალიფიკაცია:
2005 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია.
წოდება - პოლიციის გენერალ-მაიორი
უცხო ენები:
ინგლისური, რუსული
ოჯახური მდგომარეობა:
მეუღლე და ორი შვილი