112გადაუდებელი დახმარების ერთიანი ნომერი

126გენერალური ინსპექცია

2 41 42 42საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრი

12 72
2 41 91 91მომსახურების სააგენტო

დებულება

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №936

2014 წლის 28 ნოემბერი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების

დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე,

ვბრძანებ:

მუხლი 1

დამტკიცდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის თანდართული დებულება.

მუხლი 2

ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 24 ივლისის №567 ბრძანება.

მუხლი 3

ბრძანება ამოქმედდეს 2014 წლის 1 დეკემბრიდან.

შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე

დანართი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო

ურთიერთობების დეპარტამენტის დებულება

თავი I

ზოგადი დებულებანი

მუხლი 1. საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის სტატუსი და ანგარიშვალდებულება

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) წარმოადგენს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფს, რომელიც ასრულებს სამინისტროს დებულებით და ამ დებულებით მასზე დაკისრებულ ამოცანებს.

2. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ან კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.

მუხლი 2. დეპარტამენტის საქმიანობის სამართლებრივი და ორგანიზაციული საფუძვლები

თავისი საქმიანობის პროცესში დეპარტამენტი ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით, საქართველოს მთავრობის დადგენილებებითა და განკარგულებებით, სამინისტროს დებულებით, წინამდებარე დებულებით, მინისტრის სხვა ბრძანებებით, აგრეთვე სხვა სამართლებრივი აქტებით.

თავი II

დეპარტამენტის ამოცანები

მუხლი 3. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები

დეპარტამენტის ამოცანებია :

ა) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის კოორდინაცია და ხელშეწყობა საერთაშორისო ურთიერთობების განვითარებისა და გაღრმავების კუთხით;

ბ) სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის სამართლებრივი ბაზის მომზადება და სისტემატიზაცია;

გ) სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების დადების / გაფორმების , მოქმედების შეჩერების / შეწყვეტის ან გაგრძელების , ან / და მათში ცვლილებების შეტანის მიზნით შესაბამის ქმედებათა განხორციელება;

დ) სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებების იმპლემენტაციის შესახებ ანგარიშების მომზადება;

ე) სამართალდაცვითი სფეროს მარეგულირებელი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის საერთაშორისო ხელშეკრულებებთან და სტანდარტებთან ჰარმონიზაციის მიზნით შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;

ვ) შიდასახელმწიფოებრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მომზადებული ანგარიშების ანალიზი, მათი რეკომენდაციებისა და ვალდებულებების შესრულების შესახებ ანგარიშების მომზადება;

ზ) კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე უწყებათაშორისი საბჭოების ფარგლებში სტრატეგიებისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმების შემუშავებაში მონაწილეობა და შესრულებული ანგარიშების მომზადება;

თ) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს წარმომადგენლობის უზრუნველყოფა საერთაშორისო ორგანიზაციებთან და დონორი სახელმწიფოების შესაბამის უწყებებთან;

ი) დონორ ქვეყნებთან და საერთაშორისო/არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, პროექტების ინიციირება, კოორდინაცია, განხორციელებისათვის ხელშეწყობა, აგრეთვე სამინისტროს საჭიროებების განსაზღვრა პროექტებსა და პროგრამებში შემდგომი ასახვის მიზნით;

კ) ევროატლანტიკურ და ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის ინსტრუმენტების ფარგლებში სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების შესრულების კოორდინაცია და ანგარიშების მომზადება;

ლ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისათვის, ტერიტორიული ორგანოებისათვის, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის რეკომენდაციების შემუშავება საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების მიზნით და მათი მონიტორინგი;

მ) სამართალდაცვით სფეროში არსებული ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების იმპლემენტაცია და მათი მოქმედების შეფასება;

ნ) სამართალდაცვით სფეროში საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის უწყებებთან კავშირების დამყარება, ურთიერთობების გაღრმავება, ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო თანამშრომლობის განხორციელება, ოპერატიული კუთხით თანამშრომლობის გარდა;

ო) სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის მოძიება, მისი დამუშავება და შემდგომი ანალიზი;

პ ) კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით მინისტრისა და მისი მოადგილეების საქმიანობის ხელშეწყობა.

თავი III

დეპარტამენტის ხელმძღვანელობა

მუხლი 4. დეპარტამენტის დირექტორი

1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. დეპარტამენტის დირექტორი:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას და აწესრიგებს დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებს;

ბ) მინისტრს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის სტრუქტურის, საშტატო განრიგისა და საქმიანობის ორგანიზების შესახებ;

გ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის და საქართველოს კანონმდებლობის შესრულებაზე იმ სფეროში, რომელიც დეპარტამენტის კომპეტენციას განეკუთვნება;

1) კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;

დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარტამენტის მოსამსახურეებს;

ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით მინისტრს ან კურატორ მინისტრის მოადგილეს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის მოსამსახურეთა წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ;

ვ) ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტის მიერ მომზადებულ დოკუმენტებს;

ზ) ანაწილებს ამოცანებსა და ფუნქციურ მოვალეობებს დეპარტამენტის დანაყოფებსა და ცალკეულ მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;

თ) სამინისტროს ხელმძღვანელობის წინაშე შუამდგომლობს იმ სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების გამოყოფის თაობაზე, რომელიც საჭიროა დეპარტამენტის ამოცანების შესასრულებლად;

ი) მინისტრის მიერ სათანადო უფლებამოსილების მინიჭების შემთხვევაში აფორმებს ხელშეკრულებებს ცალკეულ მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებთან;

კ) სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს საკითხებზე, რომლებიც დეპარტამენტის კომპეტენციას განეკუთვნება;

ლ) მინისტრისათვის ან კურატორი მინისტრის მოადგილისათვის წარდგენის მიზნით ამზადებს ყოველწლიურ ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;

მ) საქართველოს კანონმდებლობისა და მინისტრის ან კურატორი მინისტრის მოადგილის დავალების შესაბამისად ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.

მუხლი 5. დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეები

1. დეპარტამენტის დირექტორს ჰყავს მოადგილე ან მოადგილეები. დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს დეპარტამენტის დირექტორის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. დეპარტამენტის დირექტორის არყოფნისას დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობას მისივე დავალებით ასრულებს დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე.

3. დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე პასუხისმგებელია მასზე დაკისრებული ამოცანების შესრულებაზე.

თავი IV

დეპარტამენტის სტრუქტურული დანაყოფები და მათი ამოცანები

მუხლი 6. დეპარტამენტის სტრუქტურული დანაყოფები

დეპარტამენტის სტრუქტურული დანაყოფებია:

ა) საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის სამმართველო:

ა.ა) საერთაშორისო ხელშეკრულებების განყოფილება;

ა.ბ) ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის განყოფილება;

ბ) პროექტების მართვის სამმართველო;

გ) ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის სამმართველო:

გ.ა) ევროინტეგრაციის განყოფილება;

გ.ბ) ჩრდილოატლანტიკური ინტეგრაციის განყოფილება.

მუხლი 7. დეპარტამენტის სტრუქტურული დანაყოფების ამოცანები

1. საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის სამმართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების განყოფილების ამოცანებია:

ა) სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის სამართლებრივი ბაზის მომზადება და სისტემატიზაცია;

ბ) სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების პროექტების მომზადება და ინიცირება;

გ ) სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების მომზადების მიზნით საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის ორგანოებთან მოლაპარაკებების ან / და კონსულტაციების წარმოება;

დ ) სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების მოქმედების შეჩერების / შეწყვეტის ან გაგრძელების, ან / და მათში ცვლილებების შეტანის შესახებ წინადადებების შემუშავება;

ე) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში შემავალი საერთაშორისო ხელშეკრულებების იმპლემენტაციის შესახებ ანგარიშების მომზადება;

ვ ) სამართალდაცვითი სფეროს მარეგულირებელი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის საერთაშორისო ხელშეკრულებებთან და სტანდარტებთან ჰარმონიზაციის მიზნით შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;

ზ ) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროში შემოსული საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ასევე შესაბამისი შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების პროექტებზე დასკვნების მომზადება;

1 ) კომპეტენციის ფარგლებში შიდასახელმწიფოებრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მომზადებული ანგარიშების ანალიზი, მათი რეკომენდაციებისა და ვალდებულებების შესრულების შესახებ ანგარიშების მომზადება;

2 ) კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე უწყებათაშორისი საბჭოების ფარგლებში სტრატეგიებისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმების შემუშავებაში მონაწილეობა და მათი შესრულების შესახებ ანგარიშების მომზადება;

თ) განყოფილების კომპეტენციაში შემავალი საკითხების შესრულების შესახებ პერიოდული ანგარიშების მომზადება.

2. საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის სამმართველოს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის განყოფილების ამოცანებია:

ა) ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების იმპლემენტაცია;

ბ) არსებული ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების მოქმედების შეფასება;

გ) ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების საფუძველზე ან ნაცვალგების პრინციპით მიღებულ მოთხოვნებზე რეაგირება;

დ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან, ტერიტორიული ორგანოებიდან, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებიდან – საქართველოს სასაზღვრო პოლიციიდან და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირებიდან მიღებული მოთხოვნების საზღვარგარეთის ქვეყნის შესაბამის უწყებაში გადაგზავნა;

ე) ორმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების საფუძველზე შექმნილ სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობა, მათი შეხვედრების ორგანიზება და მათ ფარგლებში მიღებული შეხვედრის ოქმების შესრულება;

ვ) სამართალდაცვით სფეროში საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის უწყებებთან კავშირების დამყარება და ურთიერთობების გაღრმავება;

ზ ) გაერთიანებული ერების ორგანიზაციასა და რეგიონულ საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, ოპერატიული კუთხით თანამშრომლობის გარდა;

თ) ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში საერთაშორისო სამართლებრივი ბაზის შეფასება და შემდგომი განვითარება;

1 ) სამინისტროს გამგებლობის სფეროში, კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის მოძიება, მისი დამუშავება და შემდგომი ანალიზი;

ი) განყოფილების კომპეტენციაში შემავალი საკითხების შესრულების შესახებ პერიოდული ანგარიშების მომზადება.

3. პროექტების მართვის სამმართველოს ამოცანებია:

ა) საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის უწყებებთან საქმიანი ურთიერთობების დამყარება, ოფიციალური მიმოწერის წარმოება;

ბ) საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ და საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებთან კავშირების დამყარება;

გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში დონორ საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;

1) სამინისტროს წარმომადგენლობის უზრუნველყოფა საერთაშორისო ორგანიზაციებთან და დონორი სახელმწიფოების შესაბამის უწყებებთან ;

დ) სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებში, ტერიტორიულ ორგანოებში, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – საქართველოს სასაზღვრო პოლიციასა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში მიმდინარე საერთაშორისო პროექტების კოორდინაცია და შეფასება, შემოთავაზებული პროექტების გაანალიზება მიზანშეწონილობის თვალსაზრისით, სამინისტროს ინტერესებიდან გამომდინარე მათი დაგეგმვა და განხორციელებისათვის ხელშეწყობა;

ე) სამინისტროს საჭიროებების განსაზღვრა პროექტებსა და პროგრამებში შემდგომი ასახვის მიზნით;

ვ ) სამინისტროს საჭიროებისა და საერთაშორისო ინსტრუმენტებით ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად პროექტების ინიციირება და საპროექტო წინადადებების მომზადება;

1 ) კომპეტენციის ფარგლებში შიდასახელმწიფოებრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მომზადებული ანგარიშების ანალიზი, მათი რეკომენდაციებისა და ვალდებულებების შესრულების შესახებ ანგარიშების მომზადება;

2 ) კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე უწყებათაშორისი საბჭოების ფარგლებში სტრატეგიებისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმების შემუშავებაში მონაწილეობა და მათი შესრულების შესახებ ანგარიშების მომზადება;

ზ) სამმართველოს კომპეტენციაში შემავალი საკითხების შესრულების შესახებ პერიოდული ანგარიშების მომზადება.

4. ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის სამმართველოს ევროინტეგრაციის განყოფილების ამოცანებია:

ა) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში ევროპულ სტრუქტურებთან საკანონმდებლო ჰარმონიზაციის უზრუნველყოფა;

ბ) ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიზნით, სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო ხელშეკრულებების მომზადებაში მონაწილეობის მიღება და მათი შესრულების ორგანიზება;

გ) ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის ინსტრუმენტების ფარგლებში სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების შესრულების კოორდინაცია და ანგარიშების მომზადება;

დ) ევროპული სტრუქტურების მიერ სამინისტროსთან ერთობლივად დაგეგმილი საქმიანობისა და ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობა;

1 ) კომპეტენციის ფარგლებში შიდასახელმწიფოებრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მომზადებული ანგარიშების ანალიზი, მათი რეკომენდაციებისა და ვალდებულებების შესრულების შესახებ ანგარიშების მომზადება;

2 ) კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე უწყებათაშორისი საბჭოების ფარგლებში სტრატეგიებისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმების შემუშავებაში მონაწილეობა და მათი შესრულების შესახებ ანგარიშების მომზადება;

3) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისათვის, ტერიტორიული ორგანოებისათვის, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის რეკომენდაციების შემუშავება საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების მიზნით და მათი მონიტორინგი;

ე) განყოფილების კომპეტენციაში შემავალი საკითხების შესრულების შესახებ პერიოდული ანგარიშების მომზადება.

5. ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის სამმართველოს ჩრდილოატლანტიკური ინტეგრაციის განყოფილების ამოცანებია:

ა) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციასთან საკანონმდებლო ჰარმონიზაციის უზრუნველყოფა;

ბ) ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციასთან ინტეგრაციის მიზნით, სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო ხელშეკრულებების მომზადებაში მონაწილეობის მიღება და მათი შესრულების ორგანიზება;

გ) ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის კლასიფიცირებული ინფორმაციის ქვერეგისტრის ფუნქციების განხორციელება;

დ) ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციასთან ინტეგრაციის ინსტრუმენტების ფარგლებში სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების შესრულების კოორდინაცია და ანგარიშების მომზადება;

ე) ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის მიერ სამინისტროსთან ერთობლივად დაგეგმილი საქმიანობისა და ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობა;

1) კომპეტენციის ფარგლებში შიდასახელმწიფოებრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მომზადებული ანგარიშების ანალიზი, მათი რეკომენდაციებისა და ვალდებულებების შესრულების შესახებ ანგარიშების მომზადება;

2) კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე უწყებათაშორისი საბჭოების ფარგლებში სტრატეგიებისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმების შემუშავებაში მონაწილეობა და მათი შესრულების შესახებ ანგარიშების მომზადება;

3) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისათვის, ტერიტორიული ორგანოებისათვის, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის რეკომენდაციების შემუშავება საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების მიზნით და მათი მონიტორინგი;

4) ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში მივლინებული მეკავშირე ოფიცრის საქმიანობის კოორდინაცია;

ვ) განყოფილების კომპეტენციაში შემავალი საკითხების შესრულების შესახებ პერიოდული ანგარიშების მომზადება.

თავი V

დებულებაში ცვლილებების შეტანა

მუხლი 8. დებულებაში ცვლილებების შეტანა

წინამდებარე დებულებაში ცვლილებების შეტანა ხორციელდება მინისტრის ბრძანებით.