112გადაუდებელი დახმარების ერთიანი ნომერი

126გენერალური ინსპექცია

2 41 42 42საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრი

12 72
2 41 91 91მომსახურების სააგენტო

საჭირო ინფორმაცია

სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლების მიერ წარმოებს იზოლატორების სისტემატური მონიტორინგი შესაძლო რაიმე დარღვევების გამოვლენისა და მისი პრევენციის მიზნით. აღსანიშნავია, რომ 2005 წლიდან დღემდე ხსენებული აპარატის წარმომადგენლებს იზოლატორებში დაკავებულთა მიმართ რაიმე სახის ზეწოლის, შეურაცხყოფის ან სხვა რაიმე უკანონო ქმედების ფაქტი არ დაუფიქსირებიათ, ისევე როგორც მოცემულ პერიოდში მათ მიერ არ დაფიქსირებულა 72 საათიანი დაკავების ვადის დარღვევების რაიმე ფაქტები.

ასევე:

  • 2005 წლიდან მოწესრიგდა დაკავებულ პირთა აღრიცხვის დოკუმენტალური და ელექტრონული მონაცემთა ბაზები, ყველა დმი აღჭურვილია კომპიუტერით, ყველა საჭირო ინვენტარით, ასევე დმი-ში ხორციელდება ელექტრონული საქმისწარმობა.
  • ყველა თანამშრომელი სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებს შესაბამისი საპოლიციო უნიფორმით, ასევე ყველა მათგანი ატარებს სამკერდე ბარათს, რომელზეც აღნიშნულია მათი ვინაობა, ფოტო და ა.შ
  • დმი-ში სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებით შესახლებულ დაკავებულ პირთა მიმართ, რომელთაც მათივე განმარტებებით, პოლიციის თანამშრომლების მიერ დაკავებისას და/ან დაკავების შემდგომ პოლიციის განყოფილებებში პოლიციელთა მხრიდან ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების შედეგად მიიღეს სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებები, სათანადო მასალები იგზავნება შესაბამის საგამოძიებო ორგანოებში, სადაც ყოველ ხსენებულ ფაქტზე ტარდება გამოძიება.
  • დმი-ში მოთავსებულ დაკავებულ პირთათვის სასწრაფო-სამედიცინო დახმარება უზრუნველყოფილია უსასყიდლოდ და მის ხარჯებს ანაზღაურებს სახელმწიფო.
  • დმი-ში ყოფნის დროს ექიმი დაკავებულ პირს უწევს მისთვის საჭირო სამკურნალო-პროფილაქტიკურ ზედამხედველობას;
  • ყოველი დაკავებულისთვის ხელმისაწვდომია სუფთა ლეიბი და საბანი, ასევე შხაპი.
  • ყოველ დაკავებულ პირს დროულად მიეწოდება საკვები ყოველდღიურად (დღეში სამჯერ) შესაბამისი რაციონით;
  • შს სამინისტროს მიერ გარანტირებულია იზოლატორების საქმიანობის დამოუკიდებლობა გარეშე თანამდებობის პირთა ჩარევებისგან, რაც გამოწვეულია იზოლატორებზე დამყარებული მკაცრი კონტროლით;