შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • მეხანძრე-მაშველებს ახალი ფორმები გადაეცათ
12-12-2015

მეხანძრე-მაშველებს ახალი ფორმები გადაეცათ

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში მოდერნიზაციის პროცესი მიმდინარეობს, რომლის ფარგლებში, სააგენტოს დირექტორმა ზვიად ქაწაშვილმა მეხანძრე-მაშველების სრულ შემადგენლობას ახალი ყოველდღიური ფორმები გადასცა. აღნიშნული ღონისძიება მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელდა. დირექტორმა პირადად მოინახულა სააგენტოს ყველა დანაყოფი, მშენებარე შენობა-ნაგებობები და არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო.

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველებს უახლოეს მომავალში ახალი საბრძოლო ფორმებიც გადაეცემათ, განახლდება ავტოპარკი, რაც ხელს შეუწყობს საგანგებო სიტუაციებზე ეფექტურ რეაგირებას და სააგენტოს შესაძლებლობების გაძლიერებას.