შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • მეხანძრე-მაშველებმა მოსწავლეებს სიმულაციური სწავლება ჩაუტარეს
20-02-2016

მეხანძრე-მაშველებმა მოსწავლეებს სიმულაციური სწავლება ჩაუტარეს

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველებმა, ბათუმში, სკოლა „ევრო-2000“-ში სიმულაციური სწავლება ჩაატარეს. ხანძრის სიმულაციისას, მაშველებმა შენობიდან „დაშავებულები“ გამოიყვანეს და მოსწავლე-მასწავლებლების ევაკუაცია განახორციელეს.

სწავლება სკოლის პერსონალს და 700-მდე მოსწავლეს ჩაუტარდა. მეხანძრე-მაშველებმა მიწისძვრის დროს გაჩენილი ხანძრის შემთხვევაში რეაგირების ღონისძიებები წარმოადგინეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლების მიერ ჩატარებული სწავლება მიზნად ისახავდა მოსწავლეთათვის კატასტროფების რისკების შემცირების სფეროში გამოცდილების გაზიარებას, ასევე, საგანგებო სიტუაციების დროს მზადყოფნისა და ინციდენტზე კოორდინირებული რეაგირების უნარ-ჩვევების გამომუშავებას.