შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა, მდინარე ვერეს ხეობაში მდებარე გვირაბის გაწმენდითი სამუშაოების დროს ნაპოვნი BMW-ს ტიპის ავტომანქანა გამოიტანეს. ადგილზე მუშაობდა როგორც, რამდენიმე სამაშველო ჯგუფი, ასევე, თბილისის მერიის მძიმე ტექნიკა. აღნიშნული გაწმენდითი და სამძებრო სამუშაოები სტიქიით დაზარალებულ ზონაში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.