შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • მაშველებმა სოფელ ოსიაურის მოსახლეობას დახმარება გაუწიეს
16-11-2015

მაშველებმა სოფელ ოსიაურის მოსახლეობას დახმარება გაუწიეს

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა სოფელ ოსიაურის მოსახლეობას დახმარება გაუწიეს.
რამდენიმედღიანი სტიქიის შედეგად, სოფლის მოსახლეობა სასმელი წყლის გარეშე დარჩა. პრობლემის მოსაგვარებლად საჭირო გახდა სოფელში წყლის სპეციალური ავზებით მიტანა. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველებმა ოსიაურის მოსახლეობას წყალი სახლებში მიუტანეს.