შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა, ქობულეთში, დაკარგული 6 წლის გოგონა მშობლებს დაუბრუნეს. ოჯახი სომხეთიდან საქართველოში დასასვენებლად იმყოფება.
ბავშვი ორი დღის განმავლობაში უკვე მეორედ დაიკარგა. შსს-ს მაშველებმა, ორივე ჯერზე, მოახერხეს ბავშვის უმოკლეს დროში პოვნა და მშობლებისთვის დაბრუნება.