შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა, დღეს, 4 პირი (3 ტურისტი და საქართველოს 1 მოქალაქე) წყლიდან უვნებლად გამოიყვანეს.
სამაშველო ოპერაციები მიმდინარეობდა ხელვაჩაურში (მდ.ჭოროხი), გონიოსა და მახინჯაურში (შავი ზღვის სანაპირო ზოლი). მაშველების ოპერატიული ქმედებების შედეგად, განსაცდელში მყოფი არც ერთი პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა მნიშვნელოვნად არ გართულებულა და ამჟამად, ყველა გადარჩენილი თავს კარგად გრძნობს.