შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • მართლწესრიგის ოფიცრებმა დიაბეტით დაავადებული ბავშვების საზაფხულო ბანაკში ბულინგ...
12-08-2018

მართლწესრიგის ოფიცრებმა დიაბეტით დაავადებული ბავშვების საზაფხულო ბანაკში ბულინგისა და კიბერბულინგის შესახებ ლექცია ჩაატარეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, მართლწესრიგის ოფიცრებმა ყვარელში, დიაბეტით დაავადებული ბავშვების საზაფხულო ბანაკში მყოფ ბავშვებს ბულინგისა და კიბერბულინგის შესახებ ლექციები ჩაუტარეს და მათთან ერთად, სხვადასხვა ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა.

მართლწესრიგის ოფიცრების მიერ მიწოდებული ინფორმაციის შედეგად, მოზარდებს ეცოდინებათ, როგორ დააღწიონ თავი ბულინგსა და კიბერბულინგს, როგორ მოიქცნენ და ვის მიმართონ ასეთი შემთხვევების დროს. თავის მხრივ, ბანაკში მიღებული ცოდნის გამოყენებით, ოფიცრები დიაბეტით დაავადებული ბავშვებისთვის პირველადი დახმარების აღმოჩენას შეძლებენ.

საზაფხულო ბანაკი ჰუმანიტარული ორგანიზაცია „ექს ჯორჯიას“ ორგანიზებით მოეწყო.