შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • მართლწესრიგის ოფიცრების ინიციატივით N61 სკოლაში დასუფთავების აქცია განხორციელდა
17-02-2019

მართლწესრიგის ოფიცრების ინიციატივით N61 სკოლაში დასუფთავების აქცია განხორციელდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილსის პოლიციის დეპარტამენტის მართლწესრიგის ოფიცრების ინიციატივით დასუფთავების აქცია განხორციელდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მართლწესრიგის ოფიცრებმა თბილისში, დოლიძის ქუჩაზე, N61 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორია მანდატურებთან, სკოლის ადმინისტრაციათან, მოსწავლეებსა და მათ მშობლებთან ერთად დაასუფთავეს.

მართლწესრიგის ოფიცრებმა უსაფრთხოებისა და დანაშაულის პრევენციის შესახებ მოსწავლეთა მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხეს და მოზარდებს მართლწესრიგსა და სამოქალაქო პასუხისმგებლობაზე ესაუბრნენ.

მსგავსი სახის საზოგადოებრივი ღონისძიებები მომავალშიც გაგრძელდება.

მართლწესრიგის ოფიცერი საზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციო საქმიანობის მოდელია, რომელიც მსოფლიოში დანაშაულის პრევენციის აპრობირებული ინსტრუმენტია. ოფიცრების შერჩევა მოხდა მოქმედი თანამშრომლებიდან, რომლებმაც რამდენიმეთვიანი ინტენსიური პროფესიული სწავლება გაიარეს.